Home > Uncategorized > იბერიას მეხუთე ნომერი

იბერიას მეხუთე ნომერი

გთავაზობთ იბერიას მეხუთე ნომერში გამოქვეყნებული მასალების მთავარ ანონსს და მათ მოკლე მიმოხილვას. მსოფლიოს მთავარი ამბების გარდა, ნიუ იორკ ტაიმსის პარტნიორ გამოცემაში შემდეგ სტატიებს ნახავთ.

უმბერტო ეკო წერილით, „ლოიალური დემოკრატია“ გთავაზობთ ანალიზს მეცნიერებასა და ევოლუციის თეორიაზე, მას მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა კვლევა და ცნობილი მეცნიერების აზრი ამ თემაზე. წაიკითხეთ და თქვენ თავად უპასუხეთ ეკოს კითხვას – , “ამ ყველაფრის მერე კიდევ უნდა გვიკვირდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ევოლუციის თეორიას უარყოფენ?!”

ჰარვარდის კენედის სახელმწიფო მმართველობის სკოლის პროფესორი ჯოზეფ ს. ნაი თავის სტატიაში – „ახალი სახალხო დემოკრატია“ -აანალიზებს სახალხო დიპლომატიის როლს “ჭკვიანური ძალაუფლების ფორმირების დროს. ” რას უნდა ისახავდეს მიზნად სახელმწიფო პოლიტიკა – იბერიაში გამოქვეყნებულ სწორედ ამ წერილში ნახავთ.

„ნიშნავს თუ არა უკრაინის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება კონტრრევოლუციას“ – ამ კითხვაზე პასუხს ენ ეპლბაუმის „ნარინჯისფერი შეჯახების“ წაკითხვის შემდეგ მიიღებთ. ავტორი აანალიზებს თუ რა უნდა გააკეთოს მომავალ თვეებში უკრაინის მთავრობამ და რაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

საბჭოთა კავშირის ბოლო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი თავის სტატიაში ავღანეთის არეულობაზე საუბრობს. მისი აზრით, ავღანეთის მომავლისთვის საჭიროა წარსულის მაგალითების გათვალისწინება. რა შანსები აქვთ „წარმატებას და სამხედრო გამარჯვებას“ – ნახეთ იბერიას ბოლო, მეხუთე ნომერში.

კვიპროსის პრობლემას კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი აანალიზებს. რა მოეთხოვებათ ლიდერებს პრობლემის მოგვარებისთვის, ნახავთ „იბერიაში“.

ამავე ნომერში შეხვდებით ახალ რუბრიკას – მედიცინა , სადაც ორ ძალზე საინტერესო სტატიას აღმოაჩენთ. პირველი, ეს არის ბრიგიტ შლეგელბერგერის და ტიმ რიპერგერის ერთობლივი წერილი – „მემკვიდრეობით მიღებული სნეულება“, რომელშიც ავტორები მკერდის კიბოს გენეტიკურ საწყისებზე საუბრობენ. მეორე სამედიცინო წერილში – „გასუქების შანსი“, კი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი სანდერ ლ. გილმანი „სიმსუქნის ეპიდემიის“ მიზეზებს განიხილავს.

იბერიას ამავე ნომერში ნახავთ, ჯოზეფ სტიგლიცის ანალიზს – „ალიაქოთი კრიზისის გამო“, სადაც ავტორი ბარაკ ობამას ეკონომიკურ შეცდომებზე საუბრობს.

ნომერშია ხელოვნებათმცოდნე გიორგი ლალიაშვილის ინტერვიუ მხატვარ ლადო ფოჩხუასთან და მისივე მასალა : დაზიანდა პიკასოს შედევრი.ლიტერატურულ გვერდზე კი პატრიცია კოენის „აღმოჩენილია დღიური, რომელიც ფოლკნერის შთაგონების წყარო იყო“ – ნახავთ.

და რა თქმა უნდა, პოლ კრუგმენის და სუზი მენკესის ჩანართები, რომლებიც „იბერიას“ ექსკლუზიურად მიეწოდება, როგორც ნიუ იორკ ტაიმსის სინდიკატის წევრს. პოლ კრუგმენის – ამერიკის გადაჭარბებული მთლიანი შიდა პროდუქტი და პიგუს პარადიგმა უთუოდ დააინტერესებს მკითხველს.

ხოლო, მოდის უახლეს ტენდენციებს სუზი მენკესის გვერდზე ნახავთ. „სამრეწველო ელეგანტურობა“ იტალიაში, ჯორჯო არმანის ბოლო კოლექცია – ქვეტექსტი ქსოვილებში – სუზი მენკესი მოდის მოყვარულებს ძალზე საინტერესო მასალას გპირდებათ. მისგანვე შეიტყობთ, რაზე „გააკეთა ფოკუსირება“ კრისტიან დიორმა.

ჩვენი ტრადიციული რუბრიკა – „მედიაც“ ნამდვილად არ არის უინტერესო. „BBC ჟურნალისტებს სოციალური მედიის გამოყენებისკენ მოუწოდებს“, „Google email-ს სოციალურ ქსელში უშვებს“, „MySpace-ის დირექტორი გადადგა“ – სწორედ ამ სამ თემაზე გაამახვილებს თქვენს ყურადღებას „იბერიას“ მეხუთე ნომერი. მედიის გვერდზევეა ყოველკვირეული მიმოხილვა – ქართველები ვებსივრცეში და ნახავთ რა თემა დომინირებდა ფეისბუქსა და თბილისის ფორუმზე გასულ კვირაში. გამოცემა უკმაყოფილოებს. არც მულტიმედიის მოყვარულებს ტოვებს . „N1 – ბონზო“, „მე-60 “ბერლინალე”, „U2-ს ტურნე საუკეთესოა“, „40 წლის გლასტონბერი“ , „ჯეკ ბეღურას საბედისწერო ქალი“, “დიუნას” რიმეიკი“, „მარიო სუპერია!“, „Mister Chief გვემშვიდობება“, „COD ვიეტნამში ან კუბაზე გადაინაცვლებს“ – ეს თემატიკა სწორედ რომ ესადაგება რუბრიკის „ფორმულას“ – მოისმინე, ნახე, ითამაშე!! თქვენ კი აღნმოაჩინეთ მულტიმედია იბერიაში.

და ბოლოს, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ The New York Times – ის Dining And Wines- ს თქვენი ყურადღების მიღმა. ამ ნომერში საუკეთესო, მადისაღმძვრელი ფოტოების თანხლებით ნახავთ იორკშირული უხორცო პუდინგის და მშრალი, მარილმოყრილი ინდაურის რეცეპტებს. ცხადია, ამას დესერტიც ესაჭიროება, რისთვისაც მსხლის ნამცხვარი და Coming Up Roses – ის კოქტეილი სწორედ რომ მისწრებაა.

Advertisement
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.