Archive

Archive for the ‘მულტიმედია’ Category

მულტიმედია იბერიაში

February 6, 2010 Leave a comment

წარმოგიდგენთ “იბერიას” ტრადიციული რუბრიკის “მულტიმედია” – მოკლე მიმოხილვას. გაგაცნობთ, გაზეთის მესამე ნომერში გამოქვეყნებული მთავარი თემების ჰედლაინებს.

 

რუბრიკაში ნახავთ, ციფრული მუსიკის როგორი ფორმატი შექმნა ნორვეგიელმა ხმის ინჟინერმა, დაგფინ ბახმა. გაიგებთ, რა სიახლეებს გთავაზობთ ახალი ფორმატი  და საერთოდ,  რას ითვალისწინებს დაგფინ ბახის ახალი გამოგონება.

ასევე, გაიგებთ, რა სკანდალში გაეხვა ცნობილი მუსიკალური ჯგუფი Black Eyed
Peas. ნახავთ, რატომ ადანაშაულებენ ჯგუფის წევრებს პლაგიატში და რა არგუმენტები აქვს მომჩივანის ადვოკატს.

რუბრიკაში გაეცნობით, როგორ  მოიცვა მსოფლიო შოუბიზნესი საქველმოქმედო მოძრაობამ “იმედი ჰაიტისთვის”.  გაიგებთ,  რა დახმარება აღმოუჩინა ტელემარათონმა და მომღერლების სხვა აქტივობებმა მიწისძვრით დაზარალებულებს.  

ასევე, იბერიას მულტიმედიაში ნახავთ,  ვინ იქნება  კანის კონოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და გაეცნობით ინფორმაციას “ბერლინალეს”  ჟიურის წევრების შესახებ.

ამასთან, კინომოყვარულები გაიგებთ,  რას აპირებს ტინტო ბრასი. გაეცანით მის  გეგმებს “იბერიასთან” ერთად. გაზეთში ნახავთ, როდის აპირებს 76 წლის იტალიელი რეჟისორი პირველი სამგანზომილებიანი პორნოფილმის გადაღებას.

“იბერია” უკმაყოფილოს არც კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს ტოვებს. გაიგებთ, როდის გამოვა “სონის” ნაწარმი God of War – ის მესამე ნაწილი და რა სიახლეებს გთავაზობთ ის.

 გაეცნობით  Geras of War – ის მესამე ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას და გაიგებთ, როდის უნდა ელოდოთ სიახლეებს ამ თამაშის შესახებ.

ასე, რომ “მოუსმინეთ , ნახეთ , ითამაშეთ” – აღმოაჩინეთ მულტიმედია “იბერიაში”. ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცელ ინფორმაციას გაზეთში გაეცნობით. The New York  Times – ის პარტნიორი გამოცემა –  “იბერია” ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მოიკითხეთ  კიოსკებსა და პრესის ჯიხურებში.