Archive

Posts Tagged ‘მედია’

მედიის რუბრიკა “იბერიაში”..

February 4, 2010 Leave a comment

გთავაზობთ “იბერიას”  ერთ-ერთი რუბრიკის მცირე მიმოხილვას. აქ გაგაცნობთ იმ სტატიების ჰედლაინებს,  რომელსაც ნახავთ   გაზეთის მესამე ნომერში, “მედიის” გვერდზე.

მედიის რუბრიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა სტატია სათაურით :  “ლორდთა პალატა:  BBC პროვატიზებას ახდენს”.
მასალაში გაეცნობით ბრიტანული კინო და ტელეინდუსტრიის მომავალ გეგმებს. წაიკითხავთ რას აპირებს BBC
Worldwide
.  აღნიშნულს ლორდთა პალატა განმარტავს.

ჩვენი ტრადიციული განყოფილება – “მედიას”  კიდევ ერთი მთავარი სტატიაა:  “ევროკავშირმა opera – ს მოთხოვნა დააკმაყოფილა”.
მასალაში გაეცნობით, როგორ დამთავრდა Microsoft  Enternet Explorer – სა და opera – ს შორის დაწყებული დავა. ინტერნეტმომხმარებელი მკითხველები აღმოაჩენთ, რომ ამიერიდან შეგეძლებათ  Windows – ის დაყენებისას ბრაუზერის არჩევანი თავად გააკეთოთ.

მედიის გვერდზე ნახავთ ინტერნეტბაზრის გამანდგურებლებსაც. გაეცნობით, როგორ ქმნიან კომპანიები ინტერნეტპროდუქტს და თავადვე როგორ ანადგურებენ  მას.

ამავე რუბრიკაში გაეცნობით თბილისის ფორუმის მოკლე მიმოხილვას, ნახავთ,  რა თემები იყო კვირის მანძილზე უფრო აქტუალური და რას წერდნენ ფორუმელები.

“ბილ გეითსმა ჩინელ ინტერნეტმომხმარებელს უღალატა” – ამ სახელწოდების სტატიაში გაიგებთ ბილ გეითსის აზრს google-სა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის დაწყებულ დავაზე –  ინტერნეტცენზურასთან დაკავშირებით. ასევე, გაეცნობით, ამასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება მოვლენები ჩინეთში.

ეს არის მედიის რუბრიკის ძირითადი თემები. ახლა კი, არჩევანი თქვენზეა. აღნიშნული ჰედლაინები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “იბერიას” მესამე ნომერში. The New York  Times – ის პარტნიორი გაზეთი ორშაბათიდან კვირის ჩათვლით შეგიძლიათ მოიკითხოთ გაზეთის გამავრცელებელ ჯიხურებსა და კიოსკებში 🙂