იბერიას მეხუთე ნომერი

February 19, 2010 Leave a comment

გთავაზობთ იბერიას მეხუთე ნომერში გამოქვეყნებული მასალების მთავარ ანონსს და მათ მოკლე მიმოხილვას. მსოფლიოს მთავარი ამბების გარდა, ნიუ იორკ ტაიმსის პარტნიორ გამოცემაში შემდეგ სტატიებს ნახავთ.

უმბერტო ეკო წერილით, „ლოიალური დემოკრატია“ გთავაზობთ ანალიზს მეცნიერებასა და ევოლუციის თეორიაზე, მას მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა კვლევა და ცნობილი მეცნიერების აზრი ამ თემაზე. წაიკითხეთ და თქვენ თავად უპასუხეთ ეკოს კითხვას – , “ამ ყველაფრის მერე კიდევ უნდა გვიკვირდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ევოლუციის თეორიას უარყოფენ?!”

ჰარვარდის კენედის სახელმწიფო მმართველობის სკოლის პროფესორი ჯოზეფ ს. ნაი თავის სტატიაში – „ახალი სახალხო დემოკრატია“ -აანალიზებს სახალხო დიპლომატიის როლს “ჭკვიანური ძალაუფლების ფორმირების დროს. ” რას უნდა ისახავდეს მიზნად სახელმწიფო პოლიტიკა – იბერიაში გამოქვეყნებულ სწორედ ამ წერილში ნახავთ.

„ნიშნავს თუ არა უკრაინის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება კონტრრევოლუციას“ – ამ კითხვაზე პასუხს ენ ეპლბაუმის „ნარინჯისფერი შეჯახების“ წაკითხვის შემდეგ მიიღებთ. ავტორი აანალიზებს თუ რა უნდა გააკეთოს მომავალ თვეებში უკრაინის მთავრობამ და რაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

საბჭოთა კავშირის ბოლო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი თავის სტატიაში ავღანეთის არეულობაზე საუბრობს. მისი აზრით, ავღანეთის მომავლისთვის საჭიროა წარსულის მაგალითების გათვალისწინება. რა შანსები აქვთ „წარმატებას და სამხედრო გამარჯვებას“ – ნახეთ იბერიას ბოლო, მეხუთე ნომერში.

კვიპროსის პრობლემას კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი აანალიზებს. რა მოეთხოვებათ ლიდერებს პრობლემის მოგვარებისთვის, ნახავთ „იბერიაში“.

ამავე ნომერში შეხვდებით ახალ რუბრიკას – მედიცინა , სადაც ორ ძალზე საინტერესო სტატიას აღმოაჩენთ. პირველი, ეს არის ბრიგიტ შლეგელბერგერის და ტიმ რიპერგერის ერთობლივი წერილი – „მემკვიდრეობით მიღებული სნეულება“, რომელშიც ავტორები მკერდის კიბოს გენეტიკურ საწყისებზე საუბრობენ. მეორე სამედიცინო წერილში – „გასუქების შანსი“, კი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი სანდერ ლ. გილმანი „სიმსუქნის ეპიდემიის“ მიზეზებს განიხილავს.

იბერიას ამავე ნომერში ნახავთ, ჯოზეფ სტიგლიცის ანალიზს – „ალიაქოთი კრიზისის გამო“, სადაც ავტორი ბარაკ ობამას ეკონომიკურ შეცდომებზე საუბრობს.

ნომერშია ხელოვნებათმცოდნე გიორგი ლალიაშვილის ინტერვიუ მხატვარ ლადო ფოჩხუასთან და მისივე მასალა : დაზიანდა პიკასოს შედევრი.ლიტერატურულ გვერდზე კი პატრიცია კოენის „აღმოჩენილია დღიური, რომელიც ფოლკნერის შთაგონების წყარო იყო“ – ნახავთ.

და რა თქმა უნდა, პოლ კრუგმენის და სუზი მენკესის ჩანართები, რომლებიც „იბერიას“ ექსკლუზიურად მიეწოდება, როგორც ნიუ იორკ ტაიმსის სინდიკატის წევრს. პოლ კრუგმენის – ამერიკის გადაჭარბებული მთლიანი შიდა პროდუქტი და პიგუს პარადიგმა უთუოდ დააინტერესებს მკითხველს.

ხოლო, მოდის უახლეს ტენდენციებს სუზი მენკესის გვერდზე ნახავთ. „სამრეწველო ელეგანტურობა“ იტალიაში, ჯორჯო არმანის ბოლო კოლექცია – ქვეტექსტი ქსოვილებში – სუზი მენკესი მოდის მოყვარულებს ძალზე საინტერესო მასალას გპირდებათ. მისგანვე შეიტყობთ, რაზე „გააკეთა ფოკუსირება“ კრისტიან დიორმა.

ჩვენი ტრადიციული რუბრიკა – „მედიაც“ ნამდვილად არ არის უინტერესო. „BBC ჟურნალისტებს სოციალური მედიის გამოყენებისკენ მოუწოდებს“, „Google email-ს სოციალურ ქსელში უშვებს“, „MySpace-ის დირექტორი გადადგა“ – სწორედ ამ სამ თემაზე გაამახვილებს თქვენს ყურადღებას „იბერიას“ მეხუთე ნომერი. მედიის გვერდზევეა ყოველკვირეული მიმოხილვა – ქართველები ვებსივრცეში და ნახავთ რა თემა დომინირებდა ფეისბუქსა და თბილისის ფორუმზე გასულ კვირაში. გამოცემა უკმაყოფილოებს. არც მულტიმედიის მოყვარულებს ტოვებს . „N1 – ბონზო“, „მე-60 “ბერლინალე”, „U2-ს ტურნე საუკეთესოა“, „40 წლის გლასტონბერი“ , „ჯეკ ბეღურას საბედისწერო ქალი“, “დიუნას” რიმეიკი“, „მარიო სუპერია!“, „Mister Chief გვემშვიდობება“, „COD ვიეტნამში ან კუბაზე გადაინაცვლებს“ – ეს თემატიკა სწორედ რომ ესადაგება რუბრიკის „ფორმულას“ – მოისმინე, ნახე, ითამაშე!! თქვენ კი აღნმოაჩინეთ მულტიმედია იბერიაში.

და ბოლოს, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ The New York Times – ის Dining And Wines– ს თქვენი ყურადღების მიღმა. ამ ნომერში საუკეთესო, მადისაღმძვრელი ფოტოების თანხლებით ნახავთ იორკშირული უხორცო პუდინგის და მშრალი, მარილმოყრილი ინდაურის რეცეპტებს. ცხადია, ამას დესერტიც ესაჭიროება, რისთვისაც მსხლის ნამცხვარი და Coming Up Roses – ის კოქტეილი სწორედ რომ მისწრებაა.

მულტიმედია იბერიაში

February 6, 2010 Leave a comment

წარმოგიდგენთ “იბერიას” ტრადიციული რუბრიკის “მულტიმედია” – მოკლე მიმოხილვას. გაგაცნობთ, გაზეთის მესამე ნომერში გამოქვეყნებული მთავარი თემების ჰედლაინებს.

 

რუბრიკაში ნახავთ, ციფრული მუსიკის როგორი ფორმატი შექმნა ნორვეგიელმა ხმის ინჟინერმა, დაგფინ ბახმა. გაიგებთ, რა სიახლეებს გთავაზობთ ახალი ფორმატი  და საერთოდ,  რას ითვალისწინებს დაგფინ ბახის ახალი გამოგონება.

ასევე, გაიგებთ, რა სკანდალში გაეხვა ცნობილი მუსიკალური ჯგუფი Black Eyed
Peas. ნახავთ, რატომ ადანაშაულებენ ჯგუფის წევრებს პლაგიატში და რა არგუმენტები აქვს მომჩივანის ადვოკატს.

რუბრიკაში გაეცნობით, როგორ  მოიცვა მსოფლიო შოუბიზნესი საქველმოქმედო მოძრაობამ “იმედი ჰაიტისთვის”.  გაიგებთ,  რა დახმარება აღმოუჩინა ტელემარათონმა და მომღერლების სხვა აქტივობებმა მიწისძვრით დაზარალებულებს.  

ასევე, იბერიას მულტიმედიაში ნახავთ,  ვინ იქნება  კანის კონოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და გაეცნობით ინფორმაციას “ბერლინალეს”  ჟიურის წევრების შესახებ.

ამასთან, კინომოყვარულები გაიგებთ,  რას აპირებს ტინტო ბრასი. გაეცანით მის  გეგმებს “იბერიასთან” ერთად. გაზეთში ნახავთ, როდის აპირებს 76 წლის იტალიელი რეჟისორი პირველი სამგანზომილებიანი პორნოფილმის გადაღებას.

“იბერია” უკმაყოფილოს არც კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს ტოვებს. გაიგებთ, როდის გამოვა “სონის” ნაწარმი God of War – ის მესამე ნაწილი და რა სიახლეებს გთავაზობთ ის.

 გაეცნობით  Geras of War – ის მესამე ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას და გაიგებთ, როდის უნდა ელოდოთ სიახლეებს ამ თამაშის შესახებ.

ასე, რომ “მოუსმინეთ , ნახეთ , ითამაშეთ” – აღმოაჩინეთ მულტიმედია “იბერიაში”. ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცელ ინფორმაციას გაზეთში გაეცნობით. The New York  Times – ის პარტნიორი გამოცემა –  “იბერია” ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მოიკითხეთ  კიოსკებსა და პრესის ჯიხურებში.

მედიის რუბრიკა “იბერიაში”..

February 4, 2010 Leave a comment

გთავაზობთ “იბერიას”  ერთ-ერთი რუბრიკის მცირე მიმოხილვას. აქ გაგაცნობთ იმ სტატიების ჰედლაინებს,  რომელსაც ნახავთ   გაზეთის მესამე ნომერში, “მედიის” გვერდზე.

მედიის რუბრიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა სტატია სათაურით :  “ლორდთა პალატა:  BBC პროვატიზებას ახდენს”.
მასალაში გაეცნობით ბრიტანული კინო და ტელეინდუსტრიის მომავალ გეგმებს. წაიკითხავთ რას აპირებს BBC
Worldwide
.  აღნიშნულს ლორდთა პალატა განმარტავს.

ჩვენი ტრადიციული განყოფილება – “მედიას”  კიდევ ერთი მთავარი სტატიაა:  “ევროკავშირმა opera – ს მოთხოვნა დააკმაყოფილა”.
მასალაში გაეცნობით, როგორ დამთავრდა Microsoft  Enternet Explorer – სა და opera – ს შორის დაწყებული დავა. ინტერნეტმომხმარებელი მკითხველები აღმოაჩენთ, რომ ამიერიდან შეგეძლებათ  Windows – ის დაყენებისას ბრაუზერის არჩევანი თავად გააკეთოთ.

მედიის გვერდზე ნახავთ ინტერნეტბაზრის გამანდგურებლებსაც. გაეცნობით, როგორ ქმნიან კომპანიები ინტერნეტპროდუქტს და თავადვე როგორ ანადგურებენ  მას.

ამავე რუბრიკაში გაეცნობით თბილისის ფორუმის მოკლე მიმოხილვას, ნახავთ,  რა თემები იყო კვირის მანძილზე უფრო აქტუალური და რას წერდნენ ფორუმელები.

“ბილ გეითსმა ჩინელ ინტერნეტმომხმარებელს უღალატა” – ამ სახელწოდების სტატიაში გაიგებთ ბილ გეითსის აზრს google-სა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის დაწყებულ დავაზე –  ინტერნეტცენზურასთან დაკავშირებით. ასევე, გაეცნობით, ამასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება მოვლენები ჩინეთში.

ეს არის მედიის რუბრიკის ძირითადი თემები. ახლა კი, არჩევანი თქვენზეა. აღნიშნული ჰედლაინები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “იბერიას” მესამე ნომერში. The New York  Times – ის პარტნიორი გაზეთი ორშაბათიდან კვირის ჩათვლით შეგიძლიათ მოიკითხოთ გაზეთის გამავრცელებელ ჯიხურებსა და კიოსკებში 🙂

გაზეთ იბერიას შესახებ

February 2, 2010 2 comments
  • ყველა ხედავს, თუ როგორ  სწრაფად ვითარდება ახალი მედია. სწორედ ამიტომ, ავუწყეთ დროს ფეხი და  გავხსენით გაზეთ “იბერიას” ბლოგი.
  • ამ ბლოგზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ გაზეთის მოწინავე ჰედლაინებსა და ტოპ სტატიების მოკლე მიმოხილვას.


ეს არის  ”იბერიას”  ბოლო, მესამე ნომერი. გაზეთში ნახავთ მსოფლიოს მოწინავე თემებზე

ცნობილი ავტორების სტატიებს.

ამ ნომერში თქვენს ყურადღებას მიიპყრობენ ჯეფრი საქსის, ტობი ვოგელის, დენი როდრიკის, კრის პატენის, რობერტ სკიდელსკის და სხვა ავტორიტეტული ავტორების ექსკლუზიური მასალები.


  • გაზეთში ყოველკვირეულად ნახავთ  პოლ კრუგმენის და სუზი მენკესის ჩანართებს ექსკლუზიურად ”იბერიასთვის”.

გაზეთი გთავაზობთ მედიის და  მულტიმედიის რუბრიკებს.  თქვენ ნახავთ   სიახლეებს მუსიკალური ჯგუფების, კომპიუტერული მიღწევების და თამაშების შესახებ. ასევე, ახალ ინფორმაციას მსოფლიო მედიიდან…

ბევრისთვის  ცნობილია, რომ ჩვენი გაზეთი 2003 წლიდან არსებობს. გასულ ზაფხულს ფინანსური კრიზისის გამო შეწყდა და იანვრიდან განსხვავებული ფორმატით განაახლა გამოცემა.

ამა წლის 1 იანვრიდან ”იბერია”  არის The New York Times – ის

სინდიკატის წევრი.  გაზეთს აქვს საქართველოში სინდიკატის სტატიების თარგმნისა და გადმობეჭდვის ექსკლუზიური უფლება.

”იბერია” ერთადერთი ქართული გაზეთია, რომელსაც  საერთაშორისო ქსელში გავრცელების უფლება აქვს.

The New York Times – ს     Diwing & Wine იბერიის ფურცლებზე

”ეგზოტიკური ორაგული, მსუბუქი სალათა, სურნელოვანი ფუნთუშები და ყინულოვანი კოქტეილი – ამჯერად ებრაული და ამერიკული ტრადიციების ნაზავს გთავაზობთ. რაც მთავარია, მომზადებას ისინი გასწავლიან, ვისი პროფესიაც გემრიელთა შორის უგემრიელესის ამორჩევაა” – New York Time – ს Diwing & Wine ”იბერია” – ში.

Hello world!

February 2, 2010 1 comment

The New York Times – ის ექსკლუზიური უფლებით

Categories: Uncategorized